Sunday, November 11, 2018

კურსის რეფლექსია.

თარიღი :13.10-11.11 2018წ.ინტელის საგანმანათლებლო კურსი ისტ-ის ინტეგრირებით.
     
 დაინტერესებული მსმენელისთვის ტრენინგი არის ნოვაციების გაცნობა.ტრენინგის პირველ დღეს სულმოუთქმელად ველოდი დღევანდელ დღეს,მაგრამ აღმოჩნდა რომ იმდენად კარგი სამუშაო ჯგუფი და ენერგიული,პოზიტიური ტრენერი მყავდა გული დამწყდა დასრულებისას.
ინტელის ძირითადი სასწავლო კურსიძალიან საინტერესო იყო,გამოვიყენებ სასწავლო პროცესში,ჩემს ცოდნას გავუზიარებ კოლეგებს.მოსწავლეებთან ერთად  ვიმუშავებთ პროექტებზე ,რაც დამეხმარება ჩემს პროფესიულ წინსვლაში,მოსწავლეებს კი მათი შესაძლებლობების,უნარების,აზროვნების განვითარებაში.

Saturday, November 10, 2018

მერვე დღის რეფლექსია

 გავეცანით  თუ როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია მოსწავლეებს სწავლების პროცესში,როგორ გამოვიყენოთ დიფერენციაცია სწავლების პროცესში.როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

Sunday, November 4, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლის ნიმუშის განხილვა და პროექტის შეფასების რუბრიკის შექმნა.პროექტის მსვლელობისას მოსწავლის ნიმუშის გადახედვა და შეფასება დაგვეხმარება დავგეგმოთ სასწავლო პროცედურები,ისე რომ მოსწავლეებმაწარმატებით შეძლონ პროექტის შექმნა.

Saturday, November 3, 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

მართლაც საინტერესო შეხვედრა გამოვიდა დატვირთული პრაქტიკული სამუშაოებით,შევქმენით მოსწავლის ნიმუში,პროექტის გეგმის პრეზენტაცია,განვათავსეთ ბლოგზე.რაც შეეხება მოსწავლისათვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს,სწავლობს თანამშრომლობას,გუნდურობას,განუვითარდებათ კვლევისა და ანალიზის უნარი.

Saturday, October 27, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

საინტერესო შეხვედრა გამოვიდა,საშუალება მოგვეცა ჯგუფის წევრებს გაგვეზიარებინა ჩვენი პორტფოლიოები,გადავხედეთ ნამუშევრებს,მივიღეთ ჯგუფის წევრების უკუკავშირი.გავეცანით ინტერნეტის გამოყენების ხერხებს სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის.გავიგე,თუ როგორ შეიძლება გამოვიყენო საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით.

Sunday, October 21, 2018

მეოთხე დღის რეფლექსია


         საინტერესო შეხვედრა იყო,ერთმანეთს გაუზიარეთ  პროექტის გეგმები,მივიღეთ შენიშვნები ,რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ.გავეცანით შეფასების სტრატეგიებს.გავიაზრეთ სწავლის შედეგების სხვადასხვა სახით შეფასების მნიშვნელობა.

Saturday, October 20, 2018

მესამე დღის რეფლექსია

მნიშვნელოვანი დღე იყო,განსაუთრებით მომეწონა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.შევავსეთ ნაწილობრივ ჩვენი პროექტები.










                                         
                                                   



                                                      სასიამოვნო საღამოს გისურვებთ!

კურსის რეფლექსია.

თარიღი :13.10-11.11 2018წ.ინტელის საგანმანათლებლო კურსი ისტ-ის ინტეგრირებით.        დაინტერესებული მსმენელისთვის ტრენინგი არის ნოვაციების...