Sunday, November 11, 2018

კურსის რეფლექსია.

თარიღი :13.10-11.11 2018წ.ინტელის საგანმანათლებლო კურსი ისტ-ის ინტეგრირებით.
     
 დაინტერესებული მსმენელისთვის ტრენინგი არის ნოვაციების გაცნობა.ტრენინგის პირველ დღეს სულმოუთქმელად ველოდი დღევანდელ დღეს,მაგრამ აღმოჩნდა რომ იმდენად კარგი სამუშაო ჯგუფი და ენერგიული,პოზიტიური ტრენერი მყავდა გული დამწყდა დასრულებისას.
ინტელის ძირითადი სასწავლო კურსიძალიან საინტერესო იყო,გამოვიყენებ სასწავლო პროცესში,ჩემს ცოდნას გავუზიარებ კოლეგებს.მოსწავლეებთან ერთად  ვიმუშავებთ პროექტებზე ,რაც დამეხმარება ჩემს პროფესიულ წინსვლაში,მოსწავლეებს კი მათი შესაძლებლობების,უნარების,აზროვნების განვითარებაში.

Saturday, November 10, 2018

მერვე დღის რეფლექსია

 გავეცანით  თუ როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია მოსწავლეებს სწავლების პროცესში,როგორ გამოვიყენოთ დიფერენციაცია სწავლების პროცესში.როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

Sunday, November 4, 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლის ნიმუშის განხილვა და პროექტის შეფასების რუბრიკის შექმნა.პროექტის მსვლელობისას მოსწავლის ნიმუშის გადახედვა და შეფასება დაგვეხმარება დავგეგმოთ სასწავლო პროცედურები,ისე რომ მოსწავლეებმაწარმატებით შეძლონ პროექტის შექმნა.

Saturday, November 3, 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

მართლაც საინტერესო შეხვედრა გამოვიდა დატვირთული პრაქტიკული სამუშაოებით,შევქმენით მოსწავლის ნიმუში,პროექტის გეგმის პრეზენტაცია,განვათავსეთ ბლოგზე.რაც შეეხება მოსწავლისათვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს,სწავლობს თანამშრომლობას,გუნდურობას,განუვითარდებათ კვლევისა და ანალიზის უნარი.

კურსის რეფლექსია.

თარიღი :13.10-11.11 2018წ.ინტელის საგანმანათლებლო კურსი ისტ-ის ინტეგრირებით.        დაინტერესებული მსმენელისთვის ტრენინგი არის ნოვაციების...